Sunday, 16 December 2018

მეცხრე დღე

მინდა ავღნიშნო რომ დღეს წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაციები.ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე იყო.დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ ტრენერს.

Saturday, 8 December 2018

მერვე დღე

დღეს ბლოგზე გავაზიარე ჩემი პროექტის საქაღალდე-სიმეტრია.სასწავლო პროექტისთვის შევქმენი დამხმარე რესურსები.საავტორო უფლებებში დავამატე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.

Friday, 7 December 2018

მეშვიდე დღე

სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ პროგრამული უზრუნველყოფა,ბეჭდური მასალები,ინვენტარი,ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.

Sunday, 2 December 2018

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ავღწერეთ პროექტის მსვლელობა.ჩვენი საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე.მადლობა ტრენერს.

Saturday, 1 December 2018

მეხუთე დღე




დღევანდელ დღეს შევადგინეთ შეფასების რუბრიკები და მოსწავლეთა პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე.

Sunday, 25 November 2018

მეოთხე დღე

სახელმძღვანელოდან გავეცანით ნიმუშებს,როგორ შეიძლება ყოფილიყო პროექტის პრეზენტაცია.მოვიძიეთ შესაბამისი მასალა ინტერნეტიდან,ავაწყეთ საპრეზენტაციო მასალა და გამოვაქვეყნეთ.

Saturday, 24 November 2018

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ შინაარსიანი და საინტერესო იყო.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები).გავაკეთეთ მოკლე მონახაზი.
ბლოგზე დავამატეთ გვერდები და მენიუს ზოლი.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Sunday, 11 November 2018

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა,დავიწყეთ სასწავლო გეგმაზე მუშაობა,შევარჩიე ფორმა,კლასი და პროექტის განხორციელების დრო.მივუთითეთ საგნობრივი სტანდარტები,მიზნები და მისაღწევი შედეგები.შევარჩიე ზოგადი და თემატური შინაარსობრივი კითხვები. ვფიქრობ პროექტი ძალიან საინტერესო გამოვა.

Saturday, 10 November 2018

პირველი დღე


დავიწყეთ საკმაოდ საინტერესო ტრენინგი. გავეცანით პროექტის სწავლების მთავარ კითხვას – როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება იმისათვის, რომ
ამაღლდეს მოსწავლეთა მოტივაცია და შესაბამისად ცოდნის დონე. 
გავეცანით სხვადასხვა ნიმუშებს. შევისწავლეთ საქაღალდის შექმნა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები.
იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომში გავეცნობი ინტელის სასწავლო კურსის სხვა სიახლებს, რომლებსაც ეფექტურად გამოვიყენებ გაკვეთილების დაგეგმვისას.